ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა

5 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 420,

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 944, აჭარაში – 365, იმერეთში – 763.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 93, იმერეთში – 208.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 22, იმერეთში – 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 457 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 144, აჭარაში – 46, ხოლო იმერეთში – 64.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.