სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსით კიდევ 257 ადამიანი დაინფიცირდა

7 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსით კიდევ 257 ადამიანი დაინფიცირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთში – 257.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 916, აჭარაში – 353, იმერეთში – 732.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31.

742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 455 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.