ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეუფეს ვირუსი 4 დღის წინ აღმოაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მეუფეს ტესტირება პატრიარქთან შეხვედრამდე ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მას კორონავირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება.