სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

8 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება შპს „გურმანიდან“ მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით.

11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი – ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს „გურმანამდე“.

შეგახსენებთ, წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.