ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ციხეში პატიმრების პროტესტი იგეგმება

8 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ციხეში პატიმრების პროტესტი იგეგმება

პატიმრები ამნისტიის კანონპროექტსა და კოვიდტესტების ნაკლებობას შიმშილობით გააპროტესტებენ. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებლის პატიმრის ახლობლის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მთელი ციხე მიმართავს.

“დამირეკა, ვერ მითხრა ტელეფონში… ცუდ რაღაცებს გაიგებ და არ ინერვიულოო, ამნისტია არ შეგვახესო. მივხვდი და ვკითხე შიმშილს აპირებთ თქო? და მთელი ციხეო”, – ამბობს პატიმრის ახლობელი.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 45-ზე მეტ მუხლს შეეხება, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადის.