ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პატიმრებმა ამნისტიის კანონის გადახედვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

8 იანვარი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 19

პატიმრებმა ამნისტიის კანონის გადახედვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

პატიმრების ახლობლებმა და ადვოკატებმა მერიის წინ აქცია მოაწყვეს.

ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ.

მათი თქმით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

“ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ციხეში ამ დროისთვის ათამდე პატიმარი შიმშილობს და მათი რაოდენობა გაიზრდება.

თეგები: სამართალი