სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2021 • ანა ლიპარიშვილი • 1

თერჯოლაში იარაღის უკანონო  შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში ერთი პირი დააკავა. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.