დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 131, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30.
754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.