საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 488 თბილისში, 88 აჭარაში, ხოლო 143 იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 10, იმერეთში – 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.