დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 84, დანარჩენი მაჩვენებლები სხვარეგიონებზე ნაწილდება.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 849, აჭარაში – 364, იმერეთში – 767.
მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 71, იმერეთში – 191.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 7, იმერეთში – 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში.
6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 258, აჭარაში – 39, ხოლო იმერეთში – 8.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.