სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 234 პირს დაუდასტურდა

13 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსი კიდევ  234 პირს დაუდასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 788, აჭარაში – 350, იმერეთში – 768.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 68, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 7, იმერეთში – 26.

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა.