ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ძლიერმა წვიმამ 8 მუნიციპალიტეტი დააზარალა

13 იანვარი, 2021 • ანა ლიპარიშვილი • 1

იმერეთში ძლიერმა წვიმამ  8 მუნიციპალიტეტი დააზარალა

იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. წყალდიდობებმა ძირითადან ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძე განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

“იმერეთის რეგიონში სულ 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა, ძირითადი დაზიანებები იყო გზებზე, სასოფლო სავარგულებზე და ოჯახებში, სადაც მოხდა წყლის ნაკადის შევარდნა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც სახელმწიფო შესაბამის რეაგირებაა მოახდენს”,- ამბობს შალამბერიძე.

რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნაშია შესაბამისი სამსახურები.

ცნობისთვის, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან სტიქიას გადაურჩა ვანისა და ხონის, ასევე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.