სამტრედიაში 30 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
დანაშაულში ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცია. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, მას ოპერაცია ქუთაისში გაუკეთდა. ექიმებმა პაციენტის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი და დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობლები არიან.