დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, იმერეთში – 219.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 764, აჭარაში – 314, იმერეთში – 716.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.
კოვიდინფექციით ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.