ნამოხვანჰესის მომხრეების პარალელურად აქცია გამართეს ჰესის მოწინააღმდეგეებმა. ისინი მშენებლობის შეჩერების მოითხოვნით 83-ე დღეა აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ უსაფრთხოების გარანტიები ამ დრომდე ვერც ხელისუფლების და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ვერ მიიღეს.
მშენებლობის მოწინააღმდეგი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.