ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 5, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 0, გურია – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 5, იმერეთში – 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში.

5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 25 ადამიანი.