დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარაში – 58, იმერეთში კი, 249,დანარჩენი შემთხვევები ქვეყნის სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 770, აჭარაში – 269, იმერეთში – 702.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში -54, იმერეთში – 184.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 2, იმერეთში – 26.
563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 – თბილისში, 237- აჭარაში, 32 – იმერეთში.
7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა.