ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში, მდინარე რიონის კურთხევის ცერემონია გაიმართა. წყალკურხევის წესი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
წყლის კურთხევის ცერემონია ყოველწლიურად ტარდება.
მდინარის კურთხევამდე ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.
შეგახსენებთ, 19 იანვარს მართლმადიდებლები ნათლიღებას აღნიშნავენ.