ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვის სამუშაოები განახლდა

20 იანვარი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვის სამუშაოები განახლდა

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. დროებითი გადახურვის სამუშაოები დასავლეთის კალთაზე დაიწყო.

საჭირო იყო სპეციალური ტექნიკა – ამწე, რომელიც გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 16 საათზე გამოჩნდა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დროებითი გადახურვის სამუშაოები დღესვე დასრულდება.

კომპანიები, რომლებმაც გელათის გადახურვის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, გელათის სახურავის სრულ რეაბილიტაციას კომპანია “ბაგინეთი+” განახორციელებს.