დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, იმერეთში – 164. დანარჩენი შემთხვევები ქცეყბის სხვა რეგიონებშია დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, იმერეთში – 711.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში – 329, იმერეთში – 182.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 158, იმერეთში – 25.
534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში.
5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, აჭარაში – 109, ხოლო იმერეთში – 9.
ინფექციით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.