ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 107 დაფიქსირდა

22 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 107 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, ხოლო იმერეთში – 107

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 663, იმერეთში – 667.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში – 158, იმერეთში – 26.

479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 – თბილისში, 175 – აჭარაში, 22 – იმერეთში.

6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 115, ხოლო იმერეთში – 9.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.