ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

23 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში  ინფიცირების  170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარაში – 31, იმერეთში – 170.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 632, აჭარაში – 251, იმერეთში – 663.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 47, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 1, იმერეთში – 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 159 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 111, ხოლო იმერეთში – 9.

ვირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა.