დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარაში – 18, ხოლო იმერეთში – 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 226, იმერეთში – 611.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25.
402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.