სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ციხეებში კოვიდია”- უფლებადამცველები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ

26 იანვარი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ციხეებში კოვიდია”- უფლებადამცველები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ

“ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქცია გაიმართა ქუთაისში. უფლებამდამცველებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შემსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის 1/4-ით შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.

ადვოკატების თქმით, ჩაიკეტა ციხეები და პატიმრებს, შეეზღუდათ კომუნიკაცია, როგორც ოჯახთან ასევე ადვოკატებთან, ამიტომ მოითხოვენ, პატიმრებს, რომლეთაც 11 თვე გაატარეს ციხეში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და შეუმსუბუქდეთ სასჯელი.