ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის – მეუფე დანიელი

27 იანვარი, 2021 • ანა ლიპარიშვილი • 1

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი თადეოს სარალიძის ქადაგების შესახებ განცხადება ავრცელებს.

მეუფის თქმით, ის გმობს თადეოსის ქადაგებას და ამბობს, რომ ეპარქია მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

“გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”-ამბობს მეუფე დანიელი.

შეგახსენებთ, ჭიათურის მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზის ქადაგება სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.