დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 375, აჭარაში – 195, იმერეთში – 512.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში – 289, აჭარაში – 47, იმერეთში – 146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში- 2, იმერეთში – 17.
322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 97 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა.