ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა – 44, იმერეთი – 139.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 338, აჭარაში – 192, იმერეთში – 513.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში – 263, აჭარაში – 45, იმერეთში – 148.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში- 2, იმერეთში – 13.
311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 94 – აჭარაში, 12 – იმერეთში.
2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 110
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 423 პირი, აჭარაში – 815, იმერეთში – 1 507.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.