დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 229, აჭარაში – 181, იმერეთში – 485.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 44, იმერეთში – 146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში- 5, იმერეთში – 16.
283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში.
2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.