ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 98 შემთხვევა გამოვლინდა

4 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 98 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 109, აჭარაში – 184, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში – 231, აჭარაში – 45, იმერეთში – 133.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში – 107, აჭარაში- 6, იმერეთში – 14.

277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფექციით ქვეყანაში კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.