დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთში – 73. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 44, იმერეთში – 127.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში – 95, აჭარაში- 5, იმერეთში – 18.
294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 116 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, ხოლო აჭარაში – 144.
6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა.