რიონისხეობის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი დღეს მასშტაბური აქციით გაგრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამჯერად სოფელ ნამოხვანში შეიკრიბებიან.
ადგილობრივები გიგანტური ჰესის მშენებლონას აპროტესტებენ და ხეობიდან კომპანია “ენკას” გასვლას მოითხოვენ. ასევე აპროტესტებენ 1-ელ თებერვალს მომხდარ დარბევას და ჯვრის დემონტაჟს. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის მთელს დასავლეთ საქართველოს.
ადგილობრივები ჰესის მშენებლბას 105 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცელები.