სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

8 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისისა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ისე როგორც ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

დღეიდან ასევე ამუშავდა ბაზრობები და მაღაზიები.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, გასულ კვირას მიიღო.