ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

8 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში  კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

7 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 032, აჭარაში – 183, იმერეთში – 449.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში – 211, აჭარაში – 48, იმერეთში – 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში – 99, აჭარაში- 5, იმერეთში – 15.

295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 118 – აჭარაში, 11 – იმერეთში.

2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 221, ხოლო აჭარაში – 133.