12 თებერვლამდე საქართველოში მნიშვნელოვნად დათბება. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.