ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს

10 თებერვალი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულში 15-მდე მეშახტე  პროტესტის ნიშნად შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს. 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის.

შახტში დასაქმებულები, რომლებიც რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში არიან არსებულ მდგომარეობას და სავარაუდოდ ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.

მეშახტეების პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რა გახდა პროტესტის მიზეზი, კომპანია არ საუბრობს.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი რას ითხოვენ მაღაროში დასაქმებულები.