სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა

11 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარაში – 21, იმერეთში – 113, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 7, იმერეთში – 17.

290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.