დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, იმერეთში – 108, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 910, იმერეთში – 454.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, იმერეთში – 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 87, იმერეთში – 14.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.