ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.