ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესს ელოდებიან

13 თებერვალი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესს ელოდებიან

ქუთაისში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესს ელოდებიან. საქალაქო სასამართლოში პროცესი დისტანციურად გაიმართება. სასამართლოსთან შეკრებილი არიან “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები.

მათი თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურია და სამართალდცველების მიერ უკანონო დაკავება მოხდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ დაკავებულებს დღეს არ გაათავისუფლებენ, პროტესტი გაგრძელდება.

გუშინ მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ექვის ადამიანი დააკავეს. მომხდარზე გამოძება 173-ე მუხლით დაიწყო.