დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 6, იმერეთში – 13.
277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში.
2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.