დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 869, აჭარაში – 166, იმერეთში – 437.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 39, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 5, იმერეთში – 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში.
1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა.