სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს

15 თებერვალი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ცენტრის მიმდებარედ გარევაჭრობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ცენტრის შესასვლელი, რის გამოც მომხმარებლები მაღაზიებში ვეღარ შედიან.

აქციის მონაწილეების თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ.

პრობლემის მოუგვარებლობა კი ცენტრის თანამშრომლების და გარემოვაჭრეების დაპირისპირებას იწვევს.