ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასავლეთ საქართველოში 6 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი

15 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

დასავლეთ საქართველოში 6 გრადუსამდე  ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მკვეთრად აცივდება.

16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

17-18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.