ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის  138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 38, იმერეთში – 114.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 113, ხოლო აჭარაში – 44.

ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა.