ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა მიმართულებებზე ემატება ქუთაისში ახალი ავტობუსები?

16 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

რა მიმართულებებზე ემატება ქუთაისში ახალი ავტობუსები?

17 თებერვლიდან ქუთაისში მგზავრებს კიდევ 15 ახალი, მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, #19 და #31 სვლა-გეზებზე 6-6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, აქამდე არსებული მარშრუტების მიხედვით.

მცირეოდენი ცვლილებაა #5 სვლა-გეზის მარშრუტში: თაბუკაშვილის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- ასათიანის ქ. – ტაბიძის ქ. – რუთაველის გამზ.- ცენტრალური მოედანი- ფალიაშვილის ქ.-დუმბაძის ქ.- ასათიანის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- თაბუკაშვილის ქ. #5 სვლა-გეზზე 3 ახალი ავტობუსი იმუშავებს.

ქუთაისის სატრანსპორტო სქემაში მალე ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება.