Ryanair 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. ინფორმაციას კომპანიის სათავო ოფისზე დაყრდნობით გამოცემა bn.ge ავრცელებს.
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა საქართველოში პირველი ფრენა 2019 წლის 7 ნოემბერს, მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა.
ავიაკომპანია ქუთაისიდან ფრენებს ბოლონიისა და მარსელის, თბილისიდან კი მილანის მიმართულებით ასრულებდა.
Ryanair 2020 წლიდან 12 ახალი მიმართულების დამატებას გეგმავდა.
საქართველოში ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები პირველ თებერვალს მოიხსნა.