“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ დატოვა.
მას პრემიერის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში ეჭირა, იმ დრომდე კი შს მინისტრის პოსტს იკავებდა.