ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში ინფიცირების  59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარაში – 8, იმერეთში – 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 40, იმერეთში – 108.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- 9, იმერეთში – 12.

ბოლო 24 საათში ინფექციისგან 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.