სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსით იმერეთში კიდევ 35 ადამიანი დაინფიცირდა

21 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

კორონავირუსით იმერეთში კიდევ  35 ადამიანი დაინფიცირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 35, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში 404 ადამიანი მკურნალობს.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან იმერეთში – 9.

231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში.

1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.