დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 61, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 33, იმერეთში – 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 68, აჭარაში- 8, იმერეთში – 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 74 – აჭარაში, 11 – იმერეთში.
899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო24 საათში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.